დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 14 ივნისი
/ ბოლო ვადა: 14 ივლისი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", დიდი დიღმის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, ნესტან -დარეჯანის ქუჩა N39
სამუშაო გრაფიკი: 09:00- 17:00 კვირაში 6 დღე
საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
** სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|