დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
|
გამოქვეყნდა: 14 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი", (www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 105-ზე მეტ ქვეყანაში. (www.primeglobal.net)
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:10:00 დან 18:00 საათამდე, ორშ-პარასკევი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული, კვირაში 2-3 ჯერ ოფისში
მოვალეობები:
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება;
** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა;
** ფინანსური რეპორტინგის მომზადება;
** გადარიცხვების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების მომზადება.
მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** განათლება: ეკონომიკური;
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე;
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამები: Oris 7-თან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ააიპ სფეროში;
პიროვნული თვისებები:
** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr@agic.ge 2024 წლის 10 ივლისამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "ბუღალტერი".
|
|
|
|