დასახელება:
კლინიკური ფარმაცევტი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 14 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური ფარმაცევტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კლინიკური ფარმაციის მაგისტრი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ფარმაკოლოგია, ფარმაკოკინეტიკის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის/რეგულაციების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ძირითადი ფუნქციები:
** ექიმის მიერ დანიშნული ან შეკვეთილი მედიკამენტების შესაბამისობის განსაზღვრა;
** მედიკამენტების შესაბამისობის შეფასება კლინიკის მიერ წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით;
** კლინიკის მასშტაბით მედიკამენტების გამოყენების მონიტორინგი;
** უსაფრთხოების წესების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 13.07.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|