დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პოლიმერი
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"პოლიმერი" პლასტმასის პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 37 წელია. "პოლიმერი"-ს მიზანია აწარმოოს საქართველოში, სუფთა, მყარი მასალისგან დამზადებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია. "პოლიმერი" მუდმივად მიმართულია ზრდისა და განვითარებისკენ და ეძებს ახალ პროფესიონალებს, რომლებიც გახდებიან მისი წარმატების ნაწილი.
შპს. "პოლიმერი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება
** გაყიდვების პროცესის დაგეგმვა, მართვა და შესრულება
** ბაზრის ანალიზი და ახალი კლიენტების მოძიება
** გაყიდვების გეგმების შესრულება და მიზნებზე ორიენტირება
** კომერციული შეთავაზებების მომზადება
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** B2B გაყიდვების პროცესების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარი
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა (სასურველია)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსურ სისტემას გაყიდვების მიხედვით
** მეგობრულ და სტაბილურ გუნდს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 ივლისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: Polimeri2025@outlook.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "პოლიმერი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|