Робота для біженців з України
სამზარეულოს აღჭურვილობის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს აღჭურვილობის ტექნიკოსი
მომწოდებელი: Royal Tulip Hotel
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას: სამზარეულოს აღჭურვილობის ტექნიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოსა და მაცივრის სხვადასხვა აღჭურვილობის, როგორიცაა საყინულეების, სამრეწველო ზომის ორთქლის ღუმელების, მაცივრების, ყინულის აპარატების, სარეცხი მანქანების, ღუმელების, საშრობების, ჭურჭლის სარეცხი მანქანების და წყლის გამაგრილებლების, შეკეთება;
** გაყვანილობის კონტროლის პარამეტრების უზრუნველყოფა; აღჭურვილობის ძველი ან დეფექტური ნაწილების შეცვლა;
** ტექნიკური თუ საოპერაციო პრობლემების აღმოსაფხვრელად ზომების მიღება;
** კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
** ახალი პროექტების ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე