Робота для біженців з України
მორიგე რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე რეგისტრატორი
მომწოდებელი: პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-4 დღეს.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე.
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** დამფინანსებელი ორგანიზაციის დაუყოვნებელი ინფორმირება შეტყობინების ბარათის შესაბამისად;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, ამბულატორიული ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ივლისი.

შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე