Робота для біженців з України
სპეციალისტი კონტროლინგის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალისტი კონტროლინგის განყოფილებაში
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"ტერაბანკის" კონტოლინგის განყოფილებაში სპეციალისტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით (სასურველია ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით)
** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური უწყისების მომზადების ცოდნა
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + მოქმედებს წლიური ბონუსი საქმიანობის შეფასების საფუძველზე

შენი მოვალეობა იქნება:

** საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და რისკების იდენტიფიცირება
** მონიტორინგისას მიღებული მონაცემების დამუშავება
** საკრედიტო საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების მომზადება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება კონტროლინგის სპეციალისტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 27 ივნისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე