დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
Novotel Tbilisi Center
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
ახალი ბრენდული სასტუმრო "Novotel Tbilisi Center" (საერთაშორისო სასტუმროების ქსელ- Accor-ის წევრი) იწვევს თავის გუნდში გამოცდილ დაცვის თანამშრომელს
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** სასტუმროს ტერიტორიის დაცვა-კონტროლი;
** სასტუმროს ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** სასტუმროს ტერიტორიის ვიზიტორების კონტროლი;
** სასტუმროს ტერიტორიის კამერების კონტროლი;
** საჭიროებისამებრ კომუნიკაცია სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ სტუმრებთან;
** სასტუმროს ტერიტორიაზე შემოვლის განხორციელება და არსებული საკითხების ჩანიშვნა-აღმოფხვრა;
** საჭიროებისამებრ სტუმართა მოთხოვნების სეგმენტირება და შესაბამის დეპარტამენტში გადაცემა;
** აკრძალული ნივთების სასტუმროს ტერიტორიაზე შემოტანის მეთვალყურეობა;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უსაფრთხოების სისტემების, აღჭურვილობისა და მექანიზმების პერიოდული შემოწმება, მათ გამართულად მუშაობაზე რეგულარული ზრუნვა;
** თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში მინიმუმ 3 წელი;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა (ღამის ცვლის ჩათვლით).
უნარ-ჩვევები:
** საგანგებო სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად რეაგირების უნარი;
** პრობლემების აღმოჩენის და მათ შესახებ ინფორმაციის სათანადო პირისთვის მიწოდების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში
** პროფესიონალური და მეგობრული გარემო
** სამუშაო განრიგი: 12 საათიანი სმენები (დღე/ღამე 4/4 გრაფიკი)
** საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში
** კვება თანამშრომლებისთვის
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novoteltbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|