დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
რეილაბი
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
"რეილაბი" არის სამედიცინო აპარატურის დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს 200-ზე მეტ დაწესებულებასთან, მათ შორის ზოგად და სტომატოლოგიურ კლინიკებთან, ასევე სამრეწველო ობიექტებთან. კომპანია უზრუნველყოფს სრულ საინჟინრო მომსახურებას, ლიცენზირების პროცესში მხარდაჭერას და შემდგომი რეგულაციების შესრულებას.
ვაკანსიის აღწერა:
ვეძებთ ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორს, რომელიც საფუძვლიანად გაეცნობა სამუშაო პროცესს, შეაფასებს მიმდინარე პრაქტიკებს და შექმნის გაუმჯობესებულ წესებსა და პროცედურებს. მისი მიზანი იქნება ორგანიზაციის ოპერაციული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, სტანდარტების განსაზღვრა და შიდა წესების ჩამოყალიბება, რომლითაც თანამშრომლები ყოველდღიურ საქმიანობაში იხელმძღვანელებენ.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო პროცესების დაკვირვება და ანალიზი
** არსებული პრაქტიკების შეფასება და რისკების იდენტიფიცირება
** პროცედურების და შიდა წესების ჩამოყალიბება
** პროცესების ოპტიმიზაცია და გაუმჯობესების წინადადებების მომზადება
** თანამშრომელთა ინფორმირება და დახმარება რომ შემუშავებული წესების მიხედვით განახორციელონ საქმიანობა.
** მუდმივი მონიტორინგი სტანდარტების დაცვისა და ეფექტურობის უზრუნველყოფისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ხარისხის უზრუნველყოფის ან პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება
** წერისა და კომუნიკაციის კარგი უნარები
** პასუხისმგებლიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ:
** მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** რეალური წვლილი კომპანიის ზრდასა და გაუმჯობესებაში
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: khatia@raylab.ge. სათაურში მიუთითეთ: "ხარისხის კოორდინატორის ვაკანსია".
|
|
|
|