Робота для біженців з України
საწარმოო დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოო დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ეკო რესურს - ნატტექ
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
კომპანია "ეკო რესურს - ნატტექ" საკვები საღებავების მწარმოებელი 25 წლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის "ეკო რესურსისა" და ქართული კომპანია "შვიდი მითის" თანამშრომლობით შეიქმნა 2017 წელს. ამავე წელს, კომპანია "ეკო რესურს-ნატტექის" ბაზაზე, თბილისში ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა საკვები საღებავების საწარმომ, რომელიც ორიენტირებულია როგორც სინთეტიკური, ასევე ნატურალური საკვები საღებავებისა და ნატურალური სანელებლების წარმოებაზე.

საწარმოს მინიჭებული აქვს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი ISO 22000-9001.

შ.პ.ს. "ეკო რესურს-ნატტექ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწარმოო დანადგარის ოპერატორი.

მოთხოვნები:

** ფიზიკურად შრომისუნარიანი;
** სპეციფიური ცოდნა და/ან სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, კანდიდატი მოკლე დროში, ადგილზე შეისწავლის სამუშაოს სპეციფიკას;
** პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დიდ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის მიღება, პროდუქციის აწონვა, რეცეპტურის მიხედვით შერევა, დაფასოება, ეტიკეტირება, დასაწყობება.
** ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა დასჭირდეს ფიზიკური სამუშაოების შესრულება, პროდუქციის აწონვის პროცესში;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სამუშაო განაკვეთი:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე 09:00 - 18:00 სთ.;
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
** ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული, პლუს ბონუსი ზეგეგმიურად წარმოებულ პროდუქციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საწარმოო დანადგარის ოპერატორი.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 14 ივლისი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).

"ეკო რესურს-ნატტექ"-ში პერსონალური თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://shvidimeat.com/ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე