დასახელება:
სალომბარდე სესხების ექსპერტი
|
მომწოდებელი:
სვიფტ კრედიტი
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
"სვიფტ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე სესხების ექსპერტის თანამდებობაზე.
"სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.
მდებარეობა: ქალაქი ბათუმი, ჭავჭავაძის №9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოფის საშუალებების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
** კლიენტთა მომსახურება არსებული სტანდარტების და პროცედურების დაცვით;
** სესხებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით.
სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი/სტაჟირება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 1200 ლარი + ბონუსი (300-600).
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV-ი ფოტო-სურათით შემდეგ მისამართზე: swiftcredit.hr@gmail.com
|
|
|
|