დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Merlons
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.
ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს პრემიუმ ხარისხის VitrA-ს შოურუმისთვის
ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსები
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00-19:00 საათამდე (დასვენების დღეების შეთანხმებით)
ფუნქცია-მოვალეობები :
** კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა- შეთავაზება;
** ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვებში, ავეჯის მიმართულებით;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას;
** მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".
დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -
https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge
http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia
|
|
|
|