დასახელება:
მობილური ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ასპ-გრუპი
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მობილური ტექნიკოსის პოზიციაზე ხობის რ-ნი, სოფელ პატარა ფოთში.
"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ხობის რ-ნი, სოფელი პატარა ფოთი.
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკის დიაგნოსტიკა;
** ტექნიკის სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
** სათადარიგო ნაწილების სწორად შერჩევა/მონტაჟი;
** მობილური სერვისით გადაადგილება, მომსახურების გაწევა ლოკაციაზე და მომხმარებელთან ტექნიკური პრობლემის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** სერვისული მანქანით უსაფრთხო გადაადგილება და აღჭურვილობის მოვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
** მობილურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ფიზიკურად ინტენსიური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** ავტომობილების/სპეც-ტექნიკის სათადარიგო ნაწილების ცოდნა;
** ავტომობილების/სპეც-ტექნიკის სათადარიგო ნაწილების შეცვლის / სარემონტო სამუშაოების ჩატარების და აწყობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|