Робота для біженців з України
SME ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SME ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: SME ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ლოკაცია: თბილისის სათავო ოფისი (იხ. მისამართი)
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც დასაქმებულია 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას

"კრისტალის" ერთ- ერთი მსხვილი მიმართულებაა "კრისტალ ლიზინგი", რომელიც მისი დინამიური და მზარდი გუნდით ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა
** წინასწარ შემუშავებული საინფორმაციო ბაზების დამუშავება, ვიზიტების დაგეგმვა, მათი ბიზნეს საჭიროებების დადგენა და ბიზნეს საჭიროების შესაბამისად ფინანსური სერვისების მომზადება და შეთავაზების გაკეთება.
** პოტენციურ მომხმარებლებთან პერიოდული ურთიერთობის ინფორმაციული ბაზების შექმნა და თანამშრომლობის ყოველ ეტაპზე ინფორმაციის შენახვა/დაარქივება/დოკუმენტირება და შემდგომი რეაგირება (CRM & Follow up)
** პროაქტიული მოქმედება კლიენტების პრობლემებისა და მიმდინარე თუ საკვანძო პრობლემების დროულად მოგვარების მიზნით
კლიენტების დროული ინფორმირების უზრუნველყოფა პროდუქტებისა და სერვისების პირობების განახლების ან ნებისმიერი სიახლის შესახებ.
** არსებული კლიენტების პერიოდული ფინანსური, ბიზნეს და რისკ პროფაილის ანალიზი მათი სამომავლო გეგმების გათვალისწინებით.
** ბაზრის, კონკრეტული ბიზნეს სექტორების მიმდინარე დინამიკის ან გარკვეული რეგულატორული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი/ანალიზი
** არსებული პროდუქტებისა და სერვისების პორტფელების მართვა, განვითარება და ხარისხის შენარჩუნება
** ვადაგადაცილების შესახებ მომხმარებლების დროული კომუნიკაცია და პროაქტიული მოქმედებების წარმართვა მათ აღმოსაფხვრელად
** საკუთარი ბიზნეს პორტფელების პერიოდული ანალიზი რომელიც საშუალებას მისცემს გარკვეული თავისებურებების იდენტიფიცირებაში, მათი სამომავლო დახვეწა/გაუმჯობესების მიზნით.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების (მათ შორის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტები და სერვისები) ექსპერტულ დონეზე ცოდნა
** მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) და რეგიონის მომხმარებელთა ბაზრის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (წერა/საუბარი) ჩაითვლება უპირატესობად
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** კრიტიკული აზროვნება
** სიახლეებისადმი ღიაობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 24 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ასევე მეილში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება ან ანაზღაურების ფარგლები)

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე