Робота для біженців з України
SME ბანკინგის/ლიზინგის პროდუქტის განვითარების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SME ბანკინგის/ლიზინგის პროდუქტის განვითარების კოორდინატორი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: SME ბანკინგისა და ლიზინგის პროდუქტის განვითარების კოორდინატორი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ლოკაცია: თბილისის სათავო ოფისი (იხ. მისამართი)
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც დასაქმებულია 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას

"კრისტალის" ერთ- ერთი მსხვილი მიმართულებაა "კრისტალ ლიზინგი", რომელიც მისი დინამიური და მზარდი გუნდით ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.

პოზიციის მიზანი:

პროდუქტების განვითარების კოორდინატორი პასუხისმგებელია SME და ლიზინგის კლიენტებისათვის მორგებული სრული და ყოვლის მომცველი საბანკო მომსახურების (დაკრედიტება, ლიზინგი, საოპერაციო სერვისები, ციფრული არხები და გადახდები) პროდუქტის განვითარებაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** SME და ლიზინგის კლიენტებისთვის ბანკის სრული პროდუქტებისა და სერვისების პორტფელზე მუშაობა
** პროდუქტების განვითარების იდეების გენერირება და კვლევა
** პროდუქტის ფინანსური და კომერციული ანალიზი
** ბიზნეს ქეისების მომზადება ფართო სპექტრის პროდუქტებზე
** შექმნილ პროდუქტზე საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების და/ან ტრენინგების ჩატარება
** თანამშრომლობა მრავალფუნქციურ გუნდებთან
** პროდუქტების იმპლემენტაციისა და გაუმჯობესების პროცესის მართვა
** გაუმჯობესების პროცესის მხარდაჭერა

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** ანალოგიურ ან დაკავშირებულ პოზიციაზე მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** სხვადასხვა გუნდების კოორდინაციის გამოცდილება;
** ბიზნეს ამოცანის დოკუმენტის წერის გამოცდილება და უნარი;
** ბაზრის ანალიზისა და ფინანსური პროგნოზირების უნარი;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (წერა/საუბარი) ჩაითვლება უპირატესობად
** სიახლეებისადმი ღიაობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 24 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ასევე მეილში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება ან ანაზღაურების ფარგლები)

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე