Робота для біженців з України
რეგიონული ფილიალის მმართველი - ბათუმი, ქუთაისი, ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული ფილიალის მმართველის პოზიციაზე ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმსა და ქ. ფოთში;

სამუშაო ადგილმდებარეობა: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის მართვა და განვითარებაზე ზრუნვა;
** ძირითადი პროცესების (კლიენტთა მომსახურება, პროექტების მართვა, ლოჯისტიკა, გაყიდვები) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** თანამშრომელთა მოტივაცია და ნაყოფიერი შრომითი გარემოს უზრუნველყოფა;
** დისციპლინის შენარჩუნება და თანამშრომელთა სამსახურში დასწრების კონტროლი;
** სათავო ოფისთან მუდმივი კომუნიკაცია ფილიალის განვითარებისა და რეპორტინგის მიზნით;
** პერსონალური და ფილიალის გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** რეგიონის მასშტაბით შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკების წარმოება;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** თანამშრომელთა ფუნქციების სწორი დელეგირება;
** პროცესების განვითარებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (მინ. 3 წლიანი);
** ინგლისური ენა (B2-C1);

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ფილიალის მმართველი - ქალაქი"

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე