Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი: დიდი დიღომი, საბურთალო.
კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება დამკვეთისთვის კომპანიის ავტოტრანსპორტით (მცირე ზომის ფორდ ტრანზიტი);
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა, მანქანის დატვირთვა და დამკვეთისთვის მიწოდება, სართულებზე ატანა;

სფერო: საოფისე და საკანცელარიო ნივთების დისტრიბუცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;

მძღოლ-ექსპედიტორის ხელფასი გამომუშავებით, საშუალოდ არანაკლებ 1600-2000 ლარი, მიწოდებული შეკვეთებიდან გამომდინარე;

არჩეული კანდიდატები გაივლიან 7 დღიან უფასო სწავლება-სტაჟირების პერიოდს.

ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 დღე; 10:00-დან 18:30 მდე, კვირაში 2 დასვენების დღე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოსტაზე: vacancy@pm.ge ან მოგვწერეთ ვათცაპში, ვაიბერში ნომერზე 599 06 84 68 (ზარზე პასუხი არ გაიცემა, პასუხი წერილობით შეტყობინების სახით: ვაიბერი, ვათცაპი, სმს)

გთხოვთ საბჯექტში მიუთითოთ: ექსპედიტორი- მძღოლი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ვაკანსიებთან დაკავშირებით კითხვები მხოლოდ შეტყობინებით ვაიბერში, ვათცაპში ან სმს -ით ნომერზე
599 06 84 68
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე