დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მისტერ მასტერი
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 15 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.
საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ
გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
უნარები:
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მართვა
** სოციალური მედიების მენეჯმენტი;
** კომპანიის ვებ გვერდის მართვა;
** დიზაინერებთან ურთიერთობა;
** გაყიდვების მასტიმულირებელი აქციების დაგეგმვა - მართვა;
** კომპანიის სტანდარტიდან გამომდინარე მარკეტინგული დამხმარე მასალების ორგანიზება (საჩუქრები, უნიფორმები, რიფლეტები, მანქანების ბრენდირება და ა.შ)
** მომხმარებლების ლოიალურობის წამახალისებელი აქციების წარმართვა;
** ყოველთვიური რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ანაზღაურება (1500₾) და ბონუსი -კვარტალური KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები: მოქნილი გრაფიკი, შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@mrmaster.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მარკეტინგის მენეჯერი).
|
|
|
|