დასახელება:
ხარჯთაღმრიხცველი
|
მომწოდებელი:
სტუდია 9
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინისა და სამშენებლო მიმართულებით.
კომპანიის ვებგვერდი: http://www.studio9.ge/
"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მიმართულებით ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის შესაბამისად ხარჯთაღრიცხვების შედგენა და სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა;
** პროექტის შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
** საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმება;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება ან მენარდეების მხრიდან წარმოდგენილი "ფორმა 2"-ის შემოწმება/დადასტურება;
** ობიექტზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
** მოქმედი სამშენებლო ნორმების და ტექნიკური დოკუმენტების მუდმივი გაცნობა და დაცვის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული და საკანონმდებლო აქტების მოძიება;
** საბაზრო ღირებულებების მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოთა მოცულობის უწყისის შემოწმება საბაზრო ღირებულებებთან მიმართებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მშენებარე ობიექტების საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ნორმების და წესების ცოდნა;
** CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა; არქიტექტურული პროექტის წაკითხვის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|