Робота для біженців з України
ბუღალტერ-ფინანსისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ფინანსისტი
მომწოდებელი: ბენტო
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
კომპანია BENTO-ი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ფინანსისტის პოზიციაზე.

კომპანია გახლავთ სწრაფი კვების ობიექტი, რომელსაც გააჩნია მზა ცხელი და ცივი კერძების, კონდიტერიისა და საცხობი მიმართულებები. გავიხსენით 2024 წლის აპრილში და სულ უფრო და უფრო პოპულარული ვხდებით მომხმარებლებისათვის იმ ძალისხმევის გამო, რასაც ვიჩენთ სტაბილური, მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდების დამკვიდრებაში.

ტერიტორიულად ვართ თბილისში, ა.პოლიტკოვსკაიას 33ა-ში, მოსახლეობის და ოფისების რიცხოვნობის სწრაფად მზარდ ლოკაციაზე.

ვეძებთ ბუღალტერ-ფინანსისტის პოზიციაზე საქმის მოყვარულ, პასუხისმგებლობიან, ბუღალტრული აღრიცხვის მაღალ დონეზე მცოდნე კადრს, რომელსაც აქვს კვების ობიექტზე მუშაობის გამოცდილება და იცნობს მის სპეციფიკას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტანდარტულად დეკლარაციების ჩაბარება (თვე, კვარტალი, წელი;
** კადრებთან შრომითი ხელშეკრულებები;
** ხელფასები;
** კერძების კალკულაციები;
** გაყიდვების, ფრონტის პროგრამის ათვისება და მოლარე-ოპერატორების მის დაქვემდებარებაში ყოფნა კონტროლი;
** ყოველდღიური გაყიდვების კონტროლი, ჩეკები, ბანკი, სალარო;
** კრედიტორ-დებიტორები, აღრიცხვა კონტროლი, დავალიანებების ჩარიცხვა-გადარიცხვები;
** აღწერის შეყვანა, კონტროლი, ანალიზი;
** სხვადასხვა რაპორტების წარმოება ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიური, წლიური;
** შესყიდვები (რს, შესყიდვის აქტები);
** მომსახურე კომპანიებთან ურთიერთობა, ვადების კონტროლი, დავალიანების გასტუმრებები (იჯარა, კომუნიკაცია, კომუნალურები, დაზღვევები, დაცვის სამსახური, და ა.შ. სხვადასხვა სერვისების მომწოდებლები);
** აღრიცხვა-ბუღალტერიის წარმოება "ბალანსი`-ში;
** და ა.შ. ზემოთ აღნიშნული საქმიანობების რელევანტური სხვადასხვა საქმე.

უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი, გუნდური, არაკონფლიქტური, პატიოსნების მაღალი დონე;
** მუდმივ კონტაქტზე ყოფნა ხელმძღვანელობასთან მობილური ტელეფონის საშუალებით, საკომუნიკაციო აპლიკაცია what`s up-ით;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი 5/2, დასვენების დღეები შაბათი-კვირა. (თუმცა ობიექტი შაბათ-კვირას მაინც მუშაობს და ბუღალტერ-ფინანსისტის კომუნიკაციაზე ყოფნა აუცილებელია);
** დღიურად მუშაობა 10:00 საათიდან 18:00-მდე. (მათში 1 საათი შესვენების დრო).
** ანაზღაურება 1800 ლარი/ნეტო. ფირმა ასევე უზრუნველყოფს კადრს კვებით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია (CV, სამოტივაციო) მეილზე: georgenadaraia75@gmail.com

გასაუბრება შედგება დისტანციურად, ან სატელეფონო კონტაქტით, ან ვიდეოზარით.

გაითვალისწინეთ, წარმატებული გასაუბრების შემდეგ, შესარჩევ კადრს გაეგზავნება ელ.ფოსტაზე საბუღალტრო ტესტი, კონკრეტული ქეისი, რომლის მიხედვითაც მან უნდა შექმნას ამ ქეისის ბუღალტერია-ფინანსები და პასუხი დაგვიბრუნოს განხილვისთვის. ასევე წარმატებულ კადრს შემდგომ გაეგზავნება ფუნქცია-მოვალეობათა დეტალური ჩამონათვალი გაცნობისთვის. ყოველივე ამის შემდეგ კადრი იქნება მიღებული სამსახურში.

სამუშაოს დაწყება შესაძლებელია დაუყოვნებლივ, ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე