დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მასტერ თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
"მარს - ვრიგლის" (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში, დაწინაურების პერსპექტივით.
კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: http://master-trade.ge/home
მოვალეობები:
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობა;
** პროგრამაში პირველადი დოკუმენტების შეყვანა/დამუშავება;
** ელ.ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები, ფაქტურები RS.ge- ზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -17:00 სთ
** ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
** დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს, და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|