Робота для біженців з України
გაყიდვების და საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია" - სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პოტენციური კლიენტების და პარტნიორების მოძიება როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულებით;
** კლიენტებისგან მიღებული შეკითხვების დამუშავება;
** შეკვეთების მიღება / დამუშავება - საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** საიმპორტო და საექსპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება და ლოგისტიკური პროცესების კონტროლი;
** შეკვეთების სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** ურთიერთობა საზღვაო ხაზებთან, რკინიგზასთან, ტერმინალებთან და სხვა დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე სატრანსპორტო სფეროში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა 1C ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@gte.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე