Робота для біженців з України
კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: არტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.

"არტ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის ტკბილეულის გამოცხობა, წინასწარ შეთანხმებული მენიუს მიხედვით;
** საჭირო მარაგების სწორი რაოდენობა და ხარისხის კონტროლი;
** მზა პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს სტანდარტების დაცვა;
** უზრუნველყოს, რომ ყველა აღჭურვილობა გაწმენდილია და ყველა პროდუქტი მომზადებულია შემდეგი დღისთვის.

მთავარი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@thearthouse.ge

მისამართი: რუსთაველის 7.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე