Робота для біженців з України
მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: სიბელ
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
კომპანია "სიბელ ბათუმი" ყიდის საცალოდ და საბითუმოდ ცენტრალური გათბობის სისტემებსა და წყალგაყვანილობის მასალებს, ბათუმში წარმოდგენილია ერთი შოურუმით და ამ შოურუმშივე მდებარე მარაგების საწყობით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გამზადებული ტვირთების დაცლა-დატვირთვა-განაწილება სხვადასხვა ლოკაციაზე;
** პროდუქციის (ტვირთის) დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირება უსაფრთხოების წესების დაცვით;
** სატრანსპორტო საშუალების მოვლა და სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 6 სამუშაო დღე (დასვენება დამატებით თვეში 1 სამუშაო დღე)
** ანაზღაურება: ფიქსირებული (ხელზე ასაღები) 1600 ლარი.
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი ბაგრატიონის ქ. N 8

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ნომერი

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: batumi@sibel.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე