Робота для біженців з України
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი სრული
ყოველი მეორე შაბათი: 10:00-14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება - მოზიდვა;
** დაინტერესებული/პოტენციური მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** დაკავებული პოზიციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** შედეგზე ორიენტირებულს;
** სწრაფსა და ორგანიზებულს;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით;
** საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნით

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 ივნისი. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

თუ თვლით, რომ გაყიდვები კარგად გამოგდით - მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) შესაბამისი პოზიციის დასახელებით.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე