Робота для біженців з України
ბუღალტერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე რუსთავში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია "FINA";
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ხელფასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოწმება და თავმოყრა ერთიან ფაილში;
** წარმოების და ადმინისტრაციის ხელფასის დაანგარიშება;
** დარიცხული ხელფასის პროგრამაში გადატანა;
** დაზღვევის, საპენსიო და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის კონტროლი;
** ყოველკვირეული ფინანსური ანგარიშის ფაილის შედგენა;
** სხვადასხვა ფინანსური უწყისების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** დებიტორ - კრედიტორების კონტროლი;
** ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** იმპორტის და ექსპორტის რეესტრის კონტროლი;
** ზედნადებების ატვირთვა;
** წლიურ და ყოველთვიურ საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულება.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00)
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ბუღალტერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე