Робота для біженців з України
ბარისტას საბაზისო ექსპრეს კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტას საბაზისო ექსპრეს კურსი
მომწოდებელი: Coffeehub.ge
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
"Coffeehub.ge" გთავაზობთ ბარისტას საბაზისო ექსპრეს კურსს - 2 დღე.

თეორია + საბაზისო პრაქტიკა + ქართული ბაზრის უნიკალური გამოცდილება

დღე 1 - საფუძვლები და თეორია:

** ყავის მოკლე ისტორია და ძირითადი სახეობები (არაბიკა, რობუსტა)
** როგორ იქმნება გემო: წარმოშობა, ჯიში, კლიმატი
** მოხალვის დონეები - ვიზუალური და გემოვნური განსხვავებები
** ქართული ბაზრის თავისებურებები:
** რომელი ყავაა ყველაზე პოპულარული საქართველოში და რატომ
** კორპორატიული კულტურა და ყავის როლი ოფისებში
** ყავის დანადგარები და მათი მოვლა:
** ესპრესოს აპარატები, საფქვავი, ტემპერი და აქსესუარები:
** დაფქვის ხარისხი და დოზირება;
** პორტაფილტრის მომზადება და ტემპინგი;
** დემო-სესია ყავის ბარში: ესპრესოს მომზადება.

დღე 2 - პრაქტიკა რეალურ გარემოში

** ყავის მოხალვის პროცესის დაკვირვება პორტატულ სახალავზე
** ყავის საფქვავთან მუშაობა
** პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობა
** რძის ამოყვანა
** ძირითადი შეცდომები და მათი გამოსწორება
** რეალური პრაქტიკა მოქმედ ყავის ბარში

ვისთვის არის კურსი?

** ყავის გურმანებისთვის, ვინსაც სურს ყავაზე საბაზისო და პრაქტიკული ცოდნის მიღება
** სამსახურის მაძიებლებისთვის, ვინც გეგმავს ბარისტად მუშაობის დაწყებას

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: https://shorturl.at/9XIu1
501111317
კურსის ღირებულება: ₾250
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე