დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
პალატი
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი ან დიპლომი;
** გარემოს დაცვითი მმართველის სერტიფიკატი ან გარემოს დაცვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint)მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის, ადგილობრივი ნორმატივებისა და საწარმოო სტანდარტების შემუშავებაში, დანერგვასა და შესრულებაში მონაწილეობა;
** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
** პოზიტიური შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის შექმნა ცნობიერების გაზრდისა და სწორი კომუნიკაციის გზით;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე;
** შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დადგენილი პერიოდულობით, სამუშაო სივრცის/ადგილების ინსპექტირება და სამუშაო აღჭურვილობის, მანქანა-დანადგარების გეგმა გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** კონტრაქტორების კონტროლი კომპანიის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების დროს;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00 ან 08:00 -17:00)
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი რუსთავში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
|
|
|
|