დასახელება:
პოს ტექნიკოსების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
სს "ჯორჯიან ქარდი"- საქართველოში არსებული ერთ-ერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური პოს ტექნიკოსების კოორდინატორის პოზიციაზე ექვაირინგის განყოფილებაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო აგენტების სარგებლობაში მყოფი საქართველოს ბანკის პოს ტერმინალების ტექნიკური ხასიათის და განთავსება/გაუქმების დავალებების შესრულების კოორდინირება.
** კლიენტის მხარდაჭერის პროცესში საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტა პრიორიტეტების შესაბამისად;
** პოს ტერმინალის მომსახურე რეგიონის ტექნიკოსების სამუშაო პროცესების, სამუშაო და შესვენების გრაფიკების მართვა;
** შესასრულებელი დავალებების ტექნიკოსების ლოკაციების მიხედვით განსაზღვრა,
** ტექნიკოსის მიერ შესრულებული დავალების, მიღება-ჩაბარების და სამუშაოს სრული ციკლის სისწორის კონტროლი პროგრამული უზრუნველყოფების შესაბამისად;
** აქტიური კომუნიკაცია დაკავშირებულ დეპარტამენტებთან და კოლეგებთან;
** შესასრულებელი დავალებების დამუშავება შიდა პროგრამული არხებით;
** შესასრულებელი დავალებების მიღება სს საქართველოს ბანკისგან;
** არასტანდარტული სიტუაციის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დაუყონებლივ ინფორმირება;
** რეგიონის ტექნიკოსების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა პერიოდული ვიზიტების განხორციელებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა), საქართველოს მასშტაბით პერიოდული მივლინებებისთვის მზაობა;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და ფორსმაჟორის შემთხვევაში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთით, კვირაში 40 სთ
ანაზღაურება: 1500 ლარი
მივლინებებზე გამოიყოფა კომპანიის ავტომობილი, უზრუნველყოფილი საწვავით
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
საგამოცდო ვადა 6 თვე
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა
წელიწადში 5 ანაზღაურებადი დეიოფის გამოყენების შესაძლებლობა (ანაზღაურებადი შვებულების გარდა)
კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|