Робота для біженців з України
ანაზღაურებად სტაჟირება - ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებად სტაჟირება - ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"BDO" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებაში.

BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, BDO-ს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება კომპანიებს უწევს საბუღალტრო და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას. ბუღალტრის პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს მის პორტფელში არსებული კლიენტი კომპანიებისთვის საბუღალტრო მომსახურების გაწევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებაში.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26.06.2025

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე