Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=641799&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბიდიო დიჯიტალი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"BDO Digital" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ავტომატიზაციის მხარდაჭერის უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე რობოტული პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებაში.

BDO Digital არის BDO Georgia-ს ბრენდი, ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიური მომსახურებების ლიდერი ინტეგრატორი კომპანია, რომელიც 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.

რობოტული პროცესების ავტომატიზაციის მიმართულება კლიენტ კომპანიებს ეხმარება რუტინული და განმეორებადი პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაში. ავტომატიზაციის მხარდაჭერის უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი ზემდგომთან ერთად ჩართული იქნება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის პროცესში. მიმართულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: ანაზღაურებად სტაჟირება - ავტომატიზაციის მხარდაჭერის უმცროსი ანალიტიკოსი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26.06.2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია