დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, იურიდიულ განყოფილებაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 16
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
** სასამართლოში კომპანიის ინტერესების დაცვა, სარჩელის, შესაგებელის და ყველა სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ორგანიზაციებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
** სადაზღვევო შემთხვევების რეგულირება;
** კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სააღსრულებო საქმის წარმოებაში;
** დაზღვევის ხელშეკრულებების შედგენა/ინსპექტირება;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება/ინსპექტირება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სასამართლოში წარმომადგენლობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპანიის კორპორატიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ადვოკატის სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** ლოგიკურად აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გაწონასწორებულობა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 19 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - იურისტი
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
|
|
|
|