დასახელება:
კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
სამუშაო პოზიციის დასახელება: ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამსახურის ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის მენეჯერი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით, კვლევებისა და ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების მომზადება, ელექტრონული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში;
** სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა უწყებიდან, დაწესებულებებიდან და სხვა მესამე პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სიტუაციის ანალიზის/ანგარიშის მომზადება;
** "ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის №603 დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის სამდივნოს ფუნქციონირებაში მონაწილეობა;
** საქართველოს ციფრული მმართველობის და კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სამდივნოს ფუნქციონირებაში მონაწილეობა;
** "სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვის კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 3 აგვისტოს №66/ს ბრძანებით დამტკიცებული კომისიის სამდივნოს ფუნქციონირებაში მონაწილეობა;
** სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების აღსრულების ან საკანონმდებლო საფუძვლით განსაზღვრული სხვა მიზნით შექმნილ საბჭოებსა და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
** სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან/ერთეულებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, სააგენტოს საქმიანობის კვარტლური და წლიური ანგარიშების შექმნა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ელექტრონული მმართველობის თემებზე მუშაობის გამოცდილება;
** კვლევებისა და ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (C1).
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
|
|
|
|