Робота для біженців з України
კომპენსაციებისა და ბენეფიტების განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპენსაციებისა და ბენეფიტების განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
თანდართული ფაილი: 633036_2025___Application_Form_GE_3200620.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციებისა და ბენეფიტების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს კომპანიის კონკურენტუნარიანი და სამართლიანი კომპენსაციების და ბენეფიტების სისტემის მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ტალანტების მოზიდვას, შენარჩუნებასა და მოტივაციას. ** მართოს ყველა კომპენსაციისა და ბენეფიტების პროექტი შიდა პოლიტიკებისა და საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად;
** კომპენსაციებისა და ბენეფიტების სტრატეგიის შემუშავებაში და განახლებაში მონაწილეობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება კომპანიის მიზნებთან და ბაზრის ტენდენციებთან;
** ყოველწლიური ხელფასების გადახედვის პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და ანალიზი; სახელფასო განაცემების ანალიზის წარმოება და სტატისტიკური ანგარიშისა და რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
** სახელფასო ხარჯების დაგეგმვა (Staff cost planning) და ბიუჯეტირება; პერსონალთან დაკავშირებული რეპორტებისა და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
** სხვადასხვა სახის სამოტივაციო პროექტების/პროგრამების დანერგვასა და განხორციელებაში
მონაწილეობა/პროცესის ხელშეწყობა;
** სახელფასო და ბენეფიტების კვლევებში მონაწილეობა, თანამშრომელთა კმაყოფილებისა და შიდა ორგანიზაციული კვლევების ჩატარება, კვლევების შედეგების გაანალიზება, შესაბამისი აქტივობების ინიცირება და განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობა;
** თვიური და კვარტალური KPI ანგარიშის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** ბენჩმარკინგის, ბაზრის ანალიზისა და თანასწორობის საფუძველზე ანაზღაურების სტრუქტურის მენეჯმენტი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** კომპენსაციებისა და ბენეფიტების მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ექსელის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ადაპტაციისა და მარტივად ათვისების უნარი;

არსებული ბენეფიტები:

** თანამშრომელზე მორგებული პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და სწავლების პროგრამები;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** საბონუსე სისტემა;
** დეკრეტული შვებულების ანაზღაურება;
** სატელეფონო ლიმიტი;
** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კომპენსაციებისა და ბენეფიტების განყოფილების ხელმძღვანელი

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე