დასახელება:
ჭურჭლის მრეცხავი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
"ჰიტეკო ჯგუფ"-ში შემავალი სასტუმრო "Hotel Splendid Tbilisi" ეძებს გუნდის წევრს ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 08:30 სთ-დან 14:30 სთ-მდე
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სამზარეულოს სისუფთავეზე ზრუნვა;
** სამზარეულო ჭურჭლის, ინვენტარისა და დანადგარების გარეცხვა/გაწმენდა/სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს პერსონალის დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
** სასადილო სივრცის დასუფთავება და ჰიგიენაზე ზრუნვა;
** კომპანიაში დაწესებულ შრომისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** საჭიროებიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, პოზიციიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება იდენტურ სფეროში ჩაითვლება უპირატესად
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური;
** ორგანიზებული და ენერგიული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com ან დარეკოთ ნომერზე: 500 505 755. ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com
|
|
|
|