Робота для біженців з України
სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს სამედიცინო შემთხვევების ოპერატორის ვაკანსიას თელავში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თელავი, სეხნიაშვილის N1
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი, ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო შემთხვევების დადგენილი წესების შესაბამისად რეგისტრაცია;
** საჭირო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების ატვირთვა პროგრამულად;
** პაციენტის მოძრაობის ფურცლის საფუძველზე პაციენტის მოძრაობის ასახვა პროგრამულად;
** პაციენტის გაწერის პროცესში მონაწილეობა: მისი მხრიდან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეტყობინების დატოვება კერძო სადაზღვევო კომპანიაში ან პორტალზე ასახვა;
** ისტორიის დახურვა ადმინისტრაციული კუთხით და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორისა და სისრულის გადამოწმება;
** პორტალზე ინფორმაციის ატვირთვა და შემთხვევების დახურვის უზრუნველყოფა;
** უცნობად დარეგისტრირებული პაციენტის შემთხვევაში პაციენტისგან/მეურვისგან დანაკლისი დოკუმენტის მოძიება;
** სამედიცინო ბარათების, დოკუმენტაციის მოძრაობის კოორდინაცია და პერიოდულად არქივაცია;
** სტატისტიკური ფორმების წარმოება, სამედიცინო პორტალზე ანგარიშგებების წარმოება კლინიკაში დანერგილი სამედიცინო პროგრამების მოთხოვნების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** აუცილებელია ადმინისტრაციული/დოკუმენტწარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 ივლისი, 2025

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი თელავში".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე