Робота для біженців з України
HR ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს HR ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

სამუშოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, თბილისი, ცინცაძის N24ა.
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება (პირობების წინასწარ დაზუსტება/შეთანხმება), თანამშრომლისთვის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურად სახელფასო ბიუჯეტის კონტროლი - გადახარჯვის რისკის დროულად იდენტიფიცირება და ზემდგომი მენეჯერების ინფორმირება;
** ცვლილებებისა და თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზასა და პროგრამაში;
** თანამშრომელთან/მომსახურების გამწევ პირთან დაკავშირებული ცვლილებების (გადაადგილება, დაწინაურება, და სხვა) ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა) დროულად მომზადება;
** თანამშრომლების შვებულების ადმინისტრირება;
** თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტებისა და საკომპენსაციო პაკეტების შესახებ;
** თანამშრომლებისთვის ცნობების (ხელფასის, სამსახურის შესახებ) დროულად მომზადება;
** შრომის ინსპექციასთან/აუდიტთან თანამშრომლობა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია პერსონალის ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

პირობები და ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Snap Fitness და Lumos Yoga-ბენეფიტი;
** "საქართველოს კლინიკების", "ვიანის" და "ევექსის" ქსელის ნებისმიერ დაწესებულებაში გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, 50%-იანი თანაგადახდით;
** მედიკამენტები და პარაფარმაციის პროდუქტები 15-30% -იანი ფასდაკლებით ჯიპისისა და ფარმადეპოს ქსელში;
** ულიმიტო სტომატოლოგიური მომსახურება "ნიუ-დენტში";
** ლაბორატორიული კვლევები "მეგალაბში" 50%-იანი ფასდაკლებით;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ივნისი, 2025

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "HR ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტი".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე