Робота для біженців з України
ქიმიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქიმიკოსი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.
დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარება და დოკუმენტურად ასახვა;
** ღვინომასალისა და ღვინის ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური კონტროლი;
** ქიმიური ანალიზების სიზუსტის შემოწმება;
** ღვინის ნიმუშებზე, დადგენილი წესისა და ინსტრუქციების მიხედვით, შესაბამისი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;
** ქიმიური საშუალებების ნარჩენების მართვა და ჩამოწერა დადგენილი წესის მიხედვით;
** დასრულებული პროდუქციისთვის ხარისხის სერტიფიკატების შედგენა;
** საჭიროების შემთხვევაში Foss Wine Scan დანადგართან მუშაობა და ანალიზების წარმოება;
** ISO და HACCP საკითხებში მონაწილეობა;
** სანიტარია-ჰიგიენის აუდიტებში მონაწილეობა;
** დამხმარე მასალებისა და მზა პროდუქციის კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მკაცრი დაცვა;
** ღვინომასალების ყოველკვირეული კონტროლის ცხრილის წარმოება (კარაბადინი) და ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული მხარებიისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ქიმიური, ან მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (B2);
** სასურველია Microsoft Office-ის საბაზისო დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. #2
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
პოზიცია ითვალისწინებს ყვარლის ქარხნის ლაბორატორიაში მივლინებებს როგორც რთველის პერიოდში, ისე სხვა საჭიროებების შემთხვევაშიც.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ქიმიკოსი), წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!
"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".
სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე