Робота для біженців з України
ფინანსური რეპორტიორი/ჟურნალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური რეპორტიორი/ჟურნალისტი
მომწოდებელი: Sukiasoff.com
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"Sukiasoff.com" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტიორი/ჟურნალისტის პოზიციაზე (თემატიკა: ფინანსები, ინვესტიციები, ბაზრები)

გაინტერესებს რა ხდება მსოფლიო ბაზრებზე? უყურებ ეკონომიკურ ტენდენციებს, რეგულაციებსა და ინვესტორების სტრატეგიებს? ჩვენ ვეძებთ ჟურნალისტს, რომელსაც კარგად ესმის თანამედროვე ფინანსური სამყაროს პულსი და შეუძლია სიღრმისეული ან უბრალოდ გასაგები ინფორმაციის გადმოცემა მკითხველისთვის.

სამუშაოს აღწერა:

** აქტუალური ფინანსური სიახლეების მოძიება და ანალიზი: აქციები, გლობალური ეკონომიკა, ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები, ინვესტირების ტენდენციები, სექტორული მიმოხილვები, ციფრული აქტივები და სხვა;
** სტატიების, მოკლე ანალიტიკური ტექსტების, განმარტებების და სიახლეების მომზადება;
** რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი წყაროების საფუძველზე სანდო ინფორმაციების მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ვიდეოჩანაწერებში ან მათი სცენარების შექმნა - თემის გასაგები და მკაფიო გადმოცემა აუდიტორიისთვის.

მოთხოვნები:

** გამართული და მკაფიო წერითი კომუნიკაცია;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა - აუცილებელია;
** ინფორმაციის სწრაფად გადამუშავების და მნიშვნელოვანი აქცენტების გამოკვეთის უნარი;
** ინტერესისა და ცოდნის არსებობა ფინანსური და ეკონომიკური თემების მიმართ - საფონდო და ინვესტიციური ბაზრები, ეკონომიკური პროცესები, ციფრული ტექნოლოგიები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ჟურნალისტური ეთიკის გათვალისწინებით ინფორმაციის გადამოწმების უნარი;

რას გთავაზობთ:

** მონაწილეობა საინტერესო და სწრაფად მზარდ პროექტში;
** თემატური თავისუფლება და საკუთარი ანალიტიკური ხედვის გამოხატვის შესაძლებლობა;
** დინამიური სამუშაო გარემო და განვითარება პროფესიულ მედიასივრცეში;
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და ხარისხის მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@sukiasoff.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე