დასახელება:
პრისელერი, მძღოლი
|
მომწოდებელი:
ფეთვერსი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია "ფეთვერსი" ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. საქმიანობის დასაწყისიდან "ფეთვერსი" საქართველოში წარმოადგენს ცხოველების ჰიპერპრემიუმ კლასის საკვების იტალიურ ბრენდს, Farmina, რომელმაც მალევე მოიპოვა ჩვენი ოთფეხა მეგობრების სიყვარული.
2024 წლიდან "ფეთვერსის" ბრენდების პროფილში Farmina-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის გარდა, გამოჩნდა ბელგიური პრემიუმ კლასის აქსესუარებისა და ცხოველების მოვლის საშუალებების ბრენდი M-Pets.
კომპანია წლიდან წლამდე იზრდება, 2024 წლიდან, თბილისში, კოსტავას #71-ში, "ფეთვერსის" შოურუმი გაიხსნა, იზრდება სადისტრიბუციო ქსელი, პარტნიორი მაღაზიებისა და ბრენდების რიცხვიც.
ცხოველებზე ზრუნვის კომპანია "ფეთვერსი" აცხადებს ვაკანსიებს:
1. პრესელერი
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა თბილისსა და რეგიონებში;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელობა და სითამამე;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
პირობები და ბენეფიტები:
** ხელფასი: სახელფასო ბიუჯეტი: ფიქსირებული+ბონუსი გაყიდვებიდან.
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
2. მძღოლი
ძირითადი მოვალეობები:
** განახორციელოს შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით;
** მიიღოს მონაწილეობა უშუალო დისტრიბუციის პროცესში;
** აკონტროლოს ავტომობილის ტექნიკური მხარე და გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ჯგუფს;
პირობები:
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (მექანიკა- B კატეგორია);
** მანქანის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: contact@petverse.ge-ზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
"Petverse"-ის პლატფორმა შეიქმნა და გაერთიანდა ერთი, მთავარი მისიის გარშემო: შევქმნათ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი საქართველოში, რაც განაპირობებს, ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებასა და განვითარებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.petverse.ge
|
|
|
|