დასახელება:
კრემიანი ფუნთუშების მცხობელი
|
მომწოდებელი:
სუზალა
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
საბითუმო სავაჭრო სუპერმაკეტი "სუზალა" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 18 წლის განმავლობაში და საქმიანობის სფერო მოიცავს არა მხოლოდ საცალო ვაჭრობას, არამედ პურ-ფუნთუშეულის წარმოებას. ჩვენთან შეგიძლიათ ყოველდღიურად შეიძინოთ არტიზანული პური, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხითა და გემოთი.
არტიზანული პურის საცხობი "სუზალა" აცხადებს ვაკანსიას კრემიანი ფუნთუშების მცხობლის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ქალაქი თბილისი, მეტრო ახმეტელთან, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განაკვეთი: 08:30-17:30 საათამდე (სამუშაო დღეების რაოდენობა შეთანხმების საფუძველზე)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კრემიანი ფუნთუშების (პონჩიკების) გამოცხობა;
** კარტოფილიანი ზეთიანი ღვეზელების გამოცხობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებად სტაჟირებას თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში;
** საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 595 400 009 ასევე შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რეზიუმე მეილზე: anakhuroshvili3@gmail.com
სააპლიკაციო ფორმის შევსებით ან რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "სუზალა"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
საბითუმო სავაჭრო სუპერმარკეტი "სუზალა" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
|
|
|
|