დასახელება:
კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
APG Georgia
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"APG Georgia" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
170-ზე მეტ ქვეყანაში მდებარე 100-ზე მეტი ოფისით, APG წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს და ყველაზე წარმატებულ ავიახაზების წარმომადგენლობის ქსელს, APG ქმნის პროდუქტებს და სერვისებს ავიაკომპანიებისთვის, თანამშრომლობს 250-ზე მეტ ავიაკომპანიასთან. APG ქსელი წარმოადგენს მსოფლიოში ავიახაზების მომსახურებების წამყვან ქსელს.
APG Georgia საქართველოში 2013 წელს დაარსდა, მას შემდეგ იგი საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს შემდეგ ავიაკომპანიებს: Air France - KLM. Qatar Airways Cargo, Philippine Airlines, Kenya Airways, United Cargo. SunExpress.
სამუშაოს ძირითადი პასუხისმგებლობები:
მომხმარებლის მხარდაჭერა:
** სატელეფონო და ელექტრონული წერილების საშუალებით მგზავრებისა და ტურისტული სააგენტოების დახმარება;
** ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება (გრაფიკები, ტარიფები, ბარგის წესები, ჯავშნების პირობები);
** ჯავშნების ცვლილება, გაუქმება და სპეციალური მოთხოვნების მართვა.
** ბილეთების გაყიდვა და დამუშავება;
** ავიაბილეთების გაყიდვა და ჯავშნა Amadeus სისტემაში;
** ბილეთების გამოტანა, გადაცემა, დაბრუნებებისა და ჯარიმების დამუშავება.
** აქციებისა და ჯგუფური ჯავშნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ტურისტულ სააგენტოებისა და პირდაპირი კლიენტების დახმარება;
** მგზავრთა მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის სოციალური მედიისთვის საინფორმაციო მასალის მომზადება და განთავსება;
** ავიაკომპანიებისა და APG-ის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მეილის საშუალებით.
კოორდინაცია და ანგარიშგება:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
** შეფერხებული ფრენების, გაუქმებებისა და სხვა არარეგულარული ოპერაციების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** თანამშრომლობა აეროპორტის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან.
** თანამშრომლობა ტურისტულ სააგენტოებთან;
** ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერა სააგენტოებისათვის;
** ბილეთების გამოწერისა და საფასო პოლიტიკის საკითხებში კონსულტაციები;
** გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვა;
** მგზავრებისთვის გადაჯავშნის და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა შეფერხებების დროს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ავიაციისა და ტურიზმის სფეროში მომხმარებლის მხარდაჭერის ან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** Amadeus სისტემის მუშაობის გამოცდილება;
** ქართულისა და ინგლისურ ენებზე სრულყოფილი კომუნიკაციის უნარი (საუბრისა და წერის დონეზე);
** დეტალებზე ზუსტი და ყურადღებიანი მუშაობა;
** სტრესულ გარემოში საქმიანობის უნარი;
** კარგი მოსმენის, მოლაპარაკებისა და წარდგენის უნარები;
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები და მოთმინება;
** ავიაბილეთების ტარიფებისა და გაყიდვის პროცესის ღრმა ცოდნა;
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება სასურველია;
** პრიორიტეტი მიენიჭება ავიაციის/ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილ კანდიდატებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მხოლოდ ინგლისურ ენაზე: info@apggeorgia.com
კანდიდატების განხილვის ბოლო ვადა 10 ივლისი 2025 წ.
|
|
|
|