დასახელება:
დაცვა/უსაფრთხოების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სანდომი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის/უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქვ. ფონიჭალა, ცოტნე დადიანის 1-ლი შესახვევი, N6
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ყოველი მეოთხე დღე (მორიგეობით)
** ანაზღაურება: ერთი მორიგეობა 80 ლარი
ფუნქცია/მოვალეობები:
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მუდმივი დაკვირვებისა და კონტროლის წარმოება;
** ობიექტზე უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე ვიზიტორების კონტროლი და რეგისტრაცია;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება;
ძირითადი მოთხოვნები: 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +995 599 23 21 49
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|