Робота для біженців з України
კომი მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომი მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო Ibis Styles Old Tbilisi
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"ibis Styles Old Tbilisi" Accor-ის ჯგუფის დიდი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.

მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ. N39

სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ქომი ქუქის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას ღამის საათებში;
** ჩვენს ქსელურ ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს გუნდის დახმარება საუზმის, ბუფეტის, კონფერენციების კერძების მომზადებაში, პურ-ფუნთუშეულის ცხობაში, ხორცის დაჭრა დამუშავებაში და ა.შ.
** პროდუქტის პრეზენტაციისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების შენარჩუნება, სუფთა და ჰიგიენურ სამუშაო გარემოში
** მარაგების კონტროლის პროცედურების განხორციელება და შენარჩუნება.
** საჭირო ინგრედიენტების შეკვეთა ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად. ხელმძღვანელთან კონსულტაცია შეკვეთის ავტორიზაციისთვის.
** სერვისის თანამშრომლებთან კომუნიკაცია მენიუს ელემენტების ხელმისაწვდომობის, მენიუში დამატებებისა და ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
** სამუშაო სივრცეებისა და ყველა დანადგარის სუფთად და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** კულინარიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად
** სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/СV შემდეგ ელ.მისამართზე: hb9k7-hr@accor.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi "-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე