Робота для біженців з України
გაყიდვების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "არსენალი რეზიდენსი" და სხვა) გუნდში ეძებს გაყიდვების ადმინისტრატორი, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

** CRM პროგრამაში შეყვანილი ინფორმაციის მონიტორინგი.
** CRM პროგრამაში გაყიდვების მენეჯერების აქტივობის მონიტორინგი.
** კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება.
** დაგროვილ მონაცემების გადამუშავება და შესაბამისი რეპორტების მომზადება.
** კონკურენტების მონაცემების მონიტორინგი.
** კვლევების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სწრაფად ათვისების, ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; Excel -ის გამართული ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში ან/და ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე