Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ეს ბი ეს სმარტ ბიზნეს საპორტ
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანია "ეს ბი ეს სმარტ ბიზნეს საპორტ", რომელიც ოპერირებს FMCG - სექტორში, ეძებს ბრენდ მენეჯერს, რომელიც ჩართული იქნება საერთაშორისო კომპანიებთან კომუნიკაციაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო ლუდების ბრენდების პორტფელის სტრატეგიული მართვა და განვითარება;
** ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების პოზიციონირების განსაზღვრა და აღსრულება.
** წლიური მარკეტინგული გეგმების შედგენა და ბიუჯეტის მართვა (ATL, BTL, Digital);
** ბაზრის, მომხმარებლის და კონკურენტების ანალიზი — მონაცემების გამოყენება გადაწყვეტილებების მიღებისას;
** თანამშრომლობა გლობალურ ბრენდთან და ლიცენზიის მფლობელებთან მარკეტინგული აქტივობების შეთანხმებისთვის;
** მჭიდრო კოორდინაცია გაყიდვების, დისტრიბუციის, საკომუნიკაციო და ფინანსურ გუნდებთან;
** KPI-ების მონიტორინგი: ბრენდის ცნობადობა, გაყიდვები, ბაზრის წილი.
** პრეზენტაციების, რეპორტების და ბრენდის პერფორმანსის ანალიზის მომზადება ლოკალური და გლობალური სტეიკჰოლდერებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება FMCG სექტორში, სასურველია ალკოჰოლური სასმელების სფეროში;
** ბრენდ მენეჯმენტის და სტრატეგიული მარკეტინგის პრინციპების კარგად ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური და პრეზენტაციული უნარები;
** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება - უპირატესობად ჩაითვლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (ზეპირი და წერილობითი);
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა;
** ინოვაციური და დინამიური სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მითითებული ლინკი: https://forms.gle/WbGghVXASpmmqMuTA.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე