Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

ჩვენ ვეძებთ ოფის მენეჯერს რუსთავში, რომლის უფლება - მოვალეობებში შედის:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა, საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიაში მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
** განსაბაჟებელი საბუთების დროული გამოთხოვა გადამზიდი კომპანიისგან;
** განსაბაჟებელი საბუთების ამობეჭდვა და მომზადება გასაცემად;
** კლიენტების იდენტიფიცირება და საბუთების გადაცემა;
** ოფისის სამუშაო პირობების ხელშეწყობა.

რა უნარებს უნდა ფლობდე:

** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, სავალდებულოა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-16:20 ან სამშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-16:20, შაბათი - 10:00-15:20
ანაზღაურება: 1000 ლარი (ნეტ). გამოსაცდელი ვადის შემდეგ ჩაირთვება საბონუსე სისტემა.
მდებარეობა: ქ. რუსთავი (ავტობაზრობის ტერიტორია)

შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.

https://glob.ge/en/?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე: hr@glob.ge.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ოფის მენეჯერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ,
კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი

ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე