Робота для біженців з України
გერმანულენოვანი ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანულენოვანი ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"მეამა" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს გერმანულენოვანი ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება - 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 საათიანი შესვენების დროით), 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ამილახვარის ქუჩა N2

მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი ზარების მიღება და განხორციელება;
** ზარების სწრაფი და პროფესიონალური პასუხის გაცემა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია ქართულ და/ან სხვა მოთხოვნილ ენებზე;
** ზარების კორექტულად და სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში;
** შეკვეთების მიღება, რეგისტრაცია და კორექტირება;
** შეკვეთების მიღება ზარების, ჩათის ან სოციალური ქსელების საშუალებით;
** შეკვეთების სიზუსტის შემოწმება და სისტემაში შეყვანა;
** არსებული შეკვეთების კორექტირება და განახლება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად;
** შეკვეთების სტატუსის მუდმივი კონტროლი და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სოციალური მედიის მართვა;
** მომხმარებელთა ჩეთებზე და კომენტარებზე დროული და თავშეკავებული პასუხის გაცემა;
** სოციალურ ქსელებში კოორდინირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** Meama-ის უნიკალური პროდუქტის (დროფერის) შესწავლა;
** პროდუქტის დეტალური გაცნობა და მისი უპირატესობების სწავლა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთების ეფექტური მართვა პროდუქტის კონტექსტში;
** სერვისებთან და ტექნიკურ სამსახურებთან ურთიერთობა;
** პრობლემების დროული გადაჭრა და შესაბამისი სამსახურებისთვის გადამისამართება;
** ტექნიკური და ოპერაციული სერვისების კოორდინაცია;
** მომხმარებელთან დაკავშირებული საკითხების კომუნიკაცია სერვისებთან;
** აპარატების სპეციფიკის და მუშაობის პროცედურების კარგად ცოდნა;
** ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის მხარდაჭერა;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** მიღებული შეკვეთების საფუძველზე ინვოისების მომზადება და მომხმარებლებისათვის გაგზავნა;
** ინვოისების კონტროლი და საჭიროებისამებრ გადახდების მონიტორინგი;
** B2B და B2C კომუნიკაცია;
** აქტიური და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა B2B და B2C მომხმარებლებთან;
** მომხმარებელთა მოთხოვნების გადაცემისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კმაყოფილების შემოწმება და პრობლემების დროული გადაწყვეტა.

მოთხოვნები:

** ელ. ფოსტის, ჩათისა და CRM სისტემების გამოყენების საბაზისო ცოდნა;
** სოციალური ქსელების (Facebook Messenger, WhatsApp Web და სხვ.) გამოყენება;
** Microsoft office-ის პროგრამების ცოდნა;
** მომსახურების ხარისხისა და სტანდარტის დაცვა შემუშავებული ინსტრუქციის შესაბამისად;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი რეაგირების და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ქართული და გერმანული ენების სრულყოფილად ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 9 ივლისი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე