დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
DNS
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების კომპანია "DNS" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული (შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად);
ადგილმდებარეობა: საბურთალო, მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია;
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 3 წელი (აუცილებელია საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება);
** უმაღლესი განათლება: ბაკალავრი;
** უცხო ენა: რუსული (სრულყოფილად), ინგლისური (სასურველია);
** საქართველოს საგადასახადო და ბუღალტრული კანონმდებლობის ღრმა ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office;
** 1С პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საგარეო სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვა (იმპორტი, ექსპორტი, სავალუტო ოპერაციები);
** აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესების გამართვა და ოპტიმიზაცია;
** საგადასახადო, ფინანსური და შიდა ანგარიშგების მომზადება;
** სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების დროული გადახდის კონტროლი;
** საბანკო და სავაჭრო ოპერაციების კონტროლი, სხვადასხვა აღრიცხვით სისტემას შორის მონაცემების შესაბამისობის შემოწმება;
** მონაცემთა გაცვლის სისტემების გამართვაში მხარდაჭერა;
** გუნდის კონსულტირება ბუღალტერიასა და საგადასახადო საკითხებზე;
ზოგადი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** ყურადღებიანი;
** ანალიტიკური აზროვნების მქონე;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|