Робота для біженців з України
FINA-ს ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: FINA-ს ოპერატორი
მომწოდებელი: ორიგინალი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"ორიგინალი ჯგუფი" _ ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს "ჩემო კარგოს" სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი "ლუდო"-ს ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.

"ჩემო კარგო" მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.

გაგვიცანი უკეთ: https://www.chemokargo.ge/aboutUs

კომპანია "ორიგინალი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო პროგრამა FINA-ს ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ანაზღაურება: 1500

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საოპერაციო პროგრამა FINA- ში საოპერაციო მონაცემების სიზუსტით და დროულად შეყვანა, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება.
** FINA- ს პროგრამაში ყოველდღიური ოპერაციების შეყვანა და რეგისტრაცია
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და ელექტრონულ ფორმაში ატვირთვა.
** პროგრამაში მონაცემების რეგულარული შემოწმება და შესაბამისი კორექტირება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა - FINA -ში მუშაობის გამოცდილება.
** უმაღლესი, ფინანსების, მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
** Excel/Word - კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** დროის მართვის უნარი, პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვის უნარი.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მეილზე: hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ორიგინალი ჯგუფმა"დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე